უცნობი გმირები - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სულ რაღაც სამი თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ საკუთარ თავში იპოვიდნენ ძალას, უარს იტყოდნენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე - თავისუფლებაზე და აღმოჩნდებოდნენ ფრონტის წინა ხაზზე, სრულ იზოლაციაში. მოხალისე სტუდენტები, რომლებიც დღეს გამოცდილ ექიმებთან ერთად, ბოქსირებულ განყოფილებაში, ყოველდღიურად ზრუნავენ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებაზე.
