თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა
თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც imedi.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მუშა პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (სსკ 240-ე) მუხლით, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები