ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერილს აქვეყნებს
ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერილს აქვეყნებს, სადაც “ნატოს” მოუწოდებს, თურქეთის რჩევა გაითვალისწინოს და საქართველოს წევრობა მიანიჭოს. ამერიკელი მკვლევარის განცხადებით, საქართველოს საიმედო მოკავშირის რეპუტაცია და მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსში, ქვეყნის წევრობის სასარგებლოდ დამაჯერებელი არგუმენტია. ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ალიანსში საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით, ნატოს წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი შემაშფოთებელი საკითხი რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაა. ლუკ კოფის ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეაფასა.
