ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევ ქუჩაშია
საგაზაფხულო სესიის მეორე დღეს მმართველი გუნდის ოპონენტებმა ოცნების დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. უმრავლესობის წევრებს დღეს პარლამენტში შესვლა შეძახილებისა და სასტვენების ფონზე მოუწიათ. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ოპოზიციის წარმომადგენლები მხარადმჭერებთან ერთად დილიდან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყანაში საარჩევნო სისტემის ცვლილება. ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს და მმართველი გუნდისგან გაცემული დაპირების შესრულებას მოითხოვენ.
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
