გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში ნათქვამია, რომ სიღარიბის მაჩვენებელის ზრდასთან დაკავშირებით , 2019 წელს მთავრობამ ბავშვის დანამატი ხუთჯერ გაზარდა. მსგავსი კვლევა 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხოლო ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატის შემოღება 2013-15 წლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გადასინჯვის შედეგია. „გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას ახორციელებს, რომლის შედეგები ხელმისაწვდომი წლის ბოლოს გახდება“-წერია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
