პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილე ვაშინგტონში მიემგზავრებიან - ოფიციალური ვიზიტი 5 თებერვალს დაიწყება
დაგეგმილია შეხვედრები კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან და აკადემიურ წრეებთან. საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან განსახილველ საკითხებს შორის იქნება კონგრესმენთა კრიტიკული და უზუსტობების შემცველი წერილებიც.
