ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი
ლუგარის ლაბორატორია მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებას საქართველოშიც შეძლებენ. შესაბამისად, დღეიდან ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ იქნება და კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება.
