ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ კიდევ ერთი მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა
მას დაბალი ტემპერატურა აქვს და ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში დაკვირვების ქვეშ სულ ოთხი პაციენტი რჩება. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული. ინფექციის საქართველოში გავრცელების რისკი კვლავ მცირეა
