ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
