თი-ბი-სი ბანკის საქმის მოსამართლემ სხდომის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თი-ბი-სი ბანკის საქმის მოსამართლემ სხდომის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ ასევე არ გაითვილისწინა. გიორგი არევაძეს დღეს იმის მტკიცებაც მოუწია, რომ არასდროს ყოფილა მთავრობის ადმინისტრაციაში და არც გიორგი გახარიას შეხვედრია. არევაძემ ეს განცხადება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის საპასუხოდ გააკეთა. ზვიად კორძაძემ მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, საფუძვლად კი, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, გიორგი არევაძე დავალებებს პრემიერისგან იღებს. ამის შემდეგ მოსამართლემ მხარეებს კითხვით მიმართა, სჯერათ თუ არა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის. კორძაძეს კითხვაზე არ უპასუხია. რაც შეეხება პროცესს, დღეს სასამართლოში ბრალდების 7 მოწმე დაიკითხა. ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის თანამშრომლებმა კრედიტის გაცემის კანონიერებაზე ისაუბრეს. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოძიება ჯგუფურად, 17 მილიონამდე დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.
