საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი განახლდა
საბჭოს წევრთა კითხვებს დღეს დავით კოდანაშვილი და სოფიო შენგელია პასუხობდნენ. საპროკურორო საბჭო ანბანური თანმიმდევრობით დღეში ორ კანდიდატს უსმენს. გასაუბრების პროცესის გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კანდიდატთა მოსმენა საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
