თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმის განხილვას უმაღლესი სასამართლო ინსტაცია იწყებს
მთავარი ბრალდებული დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავაა. ის ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ორი ინსტაციის შემდეგ, ახლა პროკურატურა უზენაესში ცდილობს დაამტკიცოს, რომ უგულავამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები მიითვისა და გაფლანგა. ადვოკატები ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ საქმეს ყოფილი გენერალური პროკურორი და ახლადდანიშნული უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე იხილავს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
