კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მოქმედი ე.წ. სარსის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვს გაუსწრო
ინფიცირებულთა შემთხვევები უკვე 25 ქვეყანაშია დადასტურებული. პროვინცია გუანგდონგში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 300 მილიონია, ხელისუფლებამ განკარგულება გასცა, ყველამ ატაროს ნიღაბი. ქვეყანა ექიმებისთვის სპეცაღჭურვილობის დეფიციტის რისკის წინაშეა. საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანების რიცხვში შედის. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების კვლევის შედეგებს, ხვალ ელიან. სახიფათო ვირუსი არც ჩინეთიდან გადმოყვანილ საქართველოს ხუთი მოქალაქეს დაუდასტურდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
