ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პეერსპექტივები, გადახდის უუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ეს არის საკითხები, რაზეც ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დღის წესრიგში, კონკრეტული საკითხები დააყენეს. ინვესტორთა საბჭო ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება.
