პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში მიემგზავრება
ოფიციალური ვიზიტი 5 თებერვალს დაიწყება. არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ ეს შესაძლებლობა პარტნიორების სწორად ინფორმირებას უზრუნველყოფს. აშშ-ში კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტისას განსახილველ საკითხებს შორის კონგრესმენთა კრიტიკული და უზუსტობების შემცველი წერილებიც იქნება. მოკავშირეებისა და პარტნიორების სწორად ინფორმირების მნიშნელობას პრემიერ-მინისტრმაც გაუსვა ხაზი. ქართულ დელეგაციაში იქნება საგარეო საქმეთა მინისტრიც.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
