ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება
სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისა და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და სპორტსმენების საერთო საცხოვრებელი. კეთილმოწყობილ გარემოში ვარჯიშის გარდა, გაიმართება სპორტული ღონისძიებები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. მისი ღირებულება 14 მილიონი ლარია.
