განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური ლიფტები დაამონტაჟეს
დედაქალაქის მერიას ექვსი ლიფტი თურქეთმა გადასცა. ლიფტები ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილისა და ფილარმონიის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიასთან და თავისუფლების მოედანზე, ასევე პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა გადასასვლელებში განათავსეს. შესრულებული სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ თურქეთის ელჩთან, ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა.
