საქართველო ისევ რჩება მწვანე ზონაში,რაც ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია მოსალოდნელი არ არის
თუმცა პრევენციის მიზნით ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ ვირუსის გამოსავლენად ტესტის სისტემა შემოაქვს, რომლითაც სარგებლობა ოთხი თებერვლიდან ლუგარის ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომლებიც ამ დრომდე ინფეციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. სამივე საქართველოს მოქალაქეა და სამივემ ჩინეთის სახელმწიფო, კერძოდ ქალაქი უჰანი ცოტახნის წინ დატოვა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
