ექსკლუზიური ინტერვიუ ბონი გლიკთან
„საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ძალიან მჭირდროა..." - ამის შესახებ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბონი გლიკმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხარისხი, რაც მისი თქმით, ჯანსაღი ეკონომიკის ნიშანია. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენელი აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციიდან, საქართველოში ვიზიტით 2008 წლიდან არ ყოფილა.
