ვითარება გზებზე - საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურად თოვს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზები ყველგან იწმინდება, გარდა გუდაური-კობის მონაკვეთისა, სადაც ზვავსაშიშროებაა და პრობლემის მოხსნისთანავე ეს მიმართულებაც გაიწმინდება. უამინდობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, როგორც ტრაილერების, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის
