ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი დაფუძნდება
პროექტს ფონდი „ქართუ“ 40 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და იქნება რეგიონული მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებებს თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებენ.
