ნიკა გვარამიას რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა და ფიზიკურად გაუსწორდა
ინციდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. ვითარება სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა, რის შემდეგაც პოლიციამ სამი ადამიანი სასამართლოს ტერიტორიას განარიდა, მოგვიანებით კი დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. გვარამიას განცხადებით, თავდასხმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოხდა. ინციდენტის მონაწილე მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ დაპირისპირება შელაპარაკებას მოჰყვა.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
