„უწყვეტი განათლების მენტალური უსაფრთხოების კონცეფციის პერსპექტივები“ - ამ სახელწოდებით საპატრიარქოში რიგით მეორე ინტერ-სექტორული კონფერენცია გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში სუიციდის პრევენციის გზებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის მიზანი შესაძლებლობების შეფასება, ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. შეხვედრას ფსიქოლოგები, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
