თითქმის 8 წელი ფუნქციის გარეშე - ეგრეთ წოდებული რიყის დოქები აუქციონზე გადის
ეკონომიკის სამინისტრომ ობიექტი 100 საინვესტიციო შეთავაზების ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული კონსტრუქციის მშენებლობა თბილისში 2012 წელს დასრულდა. ნაგებობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. პირველადი ჩანაფიქრით, მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი უნდა განთავსებულიყო. თუმცა მალევე გაირკვა, რომ კონსტრუქციის შიგნით ოთხსართულიანი ნაგებობა დაუმთავრებელია. სამუშაოს დასრულებას 18 მილიონზე მეტი სჭირდება. რიყის დოქების ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა. თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქების საწყისი ფასი 95 მილიონი ლარია. ობიექტი, რომელიც 15 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა განთავსებული, შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. დაინტერესდებიან თუ არა ბიზნესჯგუფები ობიექტის შეძენით, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
