ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა
ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა. 4 მათგანს ღონისძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა მედალი - "მამაცობისათვის", 8 მესაზღვრე კი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დააჯილდოვეს
