ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დავით ზალკალიანმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარმოადგინა. ისაუბრა ეუთო-ს და ევროპის საბჭოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და ადგილზე ადამიანის უფლებათა მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოზე. რუსეთის ფედერაციას კი საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდა. დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტისას ეუთო-ს გენერალურ მდივანსაც შეხვდა.
