საქართველოში ვაშინგტონიდან მორიგი წერილი მოვიდა
ავტორები ამჯერად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი არიან. მმართველმა გუდმა ამერიკელ კონგრესმენთა წერილებში არაერთი უზუსტობა აღმოაჩინა, რის გამოც საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში მიემგზავრება. ამას გარდა, დამატებითი კითხვები გააჩინა კომპანია „ფრონტერას“ საეჭვო როლმა, უმრავლესობაში ღიად თქვეს, რომ კონგრესმენთა ნაწილი „ფრონტერას“ ლობისტია და საკუთარ თანამდებობრივ მდგომარეობას პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. „ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურები, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხთ“, - ეს არის პრემიერის დღევანდელი კომენტარი. როგორ ხსნის მთავრობა ამ დოზის კრიტიკას ვაშინგტონიდან.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
