ვირუსის გავრცელების შემთხვევები უკვე დადასტურდა მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში
ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, არაბთა საამიროები, კამბოჯა, ტაილანდი, 1 შემთხვევა იყო ფინეთში. ინდოეთი და ფილიპინები, მალაიზია და სინგაპური. ვირუსის გავრცელებას რეალურ დროში აჩვენებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი რუკა. საქართველო აქ მწვანე ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირების რისკი მინიმალურია. ამის მიუხედავად, მთავრობამ ჩინეთთან პირდაპირი ფრენა დროებით აკრძალა, საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ამ დრომდე საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება. ელჩის ინფორმაციით, ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ევროკავშირმა, შტატებმა, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 7-მა სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები ეპიდემიის ცენტრიდან უკვე გაიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ოფიციალური მონაცემებით, სახიფათო ვირუსი საქართველოში არ გამოვლენილა. თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მთავრობამ დამატებითი ზომები მაინც მიიღო. პრემიერმა კი დღეს კოორდინირებული მუშაობის დავალება გასცა. მთავრობა ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაშია.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
