საქართველოში კორონავირუსი არ ფიქსირდება - ბოლო ცნობები ინფექციური საავადმყოფოდან
ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება, - ასეთია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ბოლო მიმართვა. კორონავირუსის გავრცელების არეალი კი იზრდება. 170 დაღუპული, 7 70-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური განგაშის მიზანშეწონილობის საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს. ვირუსი უკვე ჩინეთის მთელ ტერიტორიას მოიცავს, აქამდე ის მხოლოდ ჰუბეის და მეზობელ პროვინციებში იყო. ივარაუდება, რომ ვირუსი ცხოველებში წარმოიშვა, თუმცა ჯერ ამის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანებში, ინკუბაციის პერიოდი - ერთიდან 14 დღემდე მერყეობს. სიმპტომების გარეშე ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ვირუსი აქვს და მისი გამავრცელებელი იყოს. დღის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტი მოათავსეს, მათ შორის ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის მოქალაქეები, თუმცა კორონავირუსი ამ მონაცემებით არ დასტურდება, პირველადი ინფორმაციით, ორ პაციენტს "ა" ტიპის ვირუსი დაუდგინდა, დანარჩენების პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან 24 საათში იქნება, ცოტა ხნის წინ კლინიკას ჩინეთიდან ჩამოსულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ მიმართა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
