ეუთოში აშშ-ს ელჩის ჯეიმს გილმორის განაცხადა
„ის რომ დღეს საქართველო ევროპის საბჭო თავმჯდომარეა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასრულებს“ - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ს ელჩმა ჯეიმს გილმორმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო, მიუხედავად მის წინაშე მდგარი საგარეო საფრთხეებისა, უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების დამცველ სახელმწიფოდ იქცა. როგორც ეუთოში აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქართველი ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ ერაყში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში, სადაც საქართველო ნატოს არა-წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ამასთან, საქართველო, რომლის უპირველეს პრიორიტეტს დღესდღეობით ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს, ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას კვლავაც განაგრძობს. ელჩმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი, და თქვა, რომ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დამრღვევ სახელმწიფოებს პასუხი უნდა მოეთხოვოს. „მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, დააბრუნოს თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - განაცხადა ჯეიმს გილმორმა.
