პრემიერ მინისტრი, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე პირველ და საკმაოდ მწვავე კომენტარს აკეთებს
როგორც გიორგი გახარია ამბობს, ინციდენტში მონაწილე რომ საკუთარი ძმა ყოფილიყო, შეფასება უარესი ექნებოდა მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ის, რაც მან კადრებში ნახა, კატეგორიულად მიუღებელია გიორგი გახარია: იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი“
