იტალიური საკრუიზო გემი, რომელზეც 2 ჩინელი მგზავრი, სავარაუდოდ, კორონავირუსითაა დაავადებული, პორტში გააჩერეს
გემიდან ჩამოსვლის უფლებას არ აძლევენ ბორტზე მყოფ 6 ათას ადამიანს. ჩინეთიდან იტალიაში ჩასულ წყვილს მაღალი ტემპერატურა და სასუნთქი გზების პრობლემები აღმოაჩნდათ. ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის ყველა რეგიონში და სულ მცირე 15 ქვეყანაში დადასტურდა. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 170 -მდე გაიზარდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 7 ათას 711-ია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს საკითხი, გამოცხადდეს თუ არა მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გლობალური საფრთხის გამო. -------ლ------
