თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ტელეკომპანია მთავარის დამფუძნელებლს ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორმა უცნობმა მამაკაცმა გვარამიას სახეში გაარტყა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თავდაპირველად სიტუაციის განმუხტვას მანდატურები ცდილობდნენ, შემდეგ კი პოლიცია. სწორედ სამართალდამცველებმა განარიდეს ტერიტორიიდან გვარამიაზე თავდამხსმელი ორი ადამიანი.
