კორონავირუსი იყო განხილვის მთავარი თემა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ინფიცირებულთა 98 პროცენტი ჩინეთში ფიქსირდება, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან კი ექსპორტი 11 ქვეყანაში მოხდა. ამ დროისთვის მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული შვიდი ათას შვიდას თერთმეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 170 ადამიანი.
