შეერთებული შტატების მხრიდან საქართველო-სა და აზერბაიჯანში სავაჭრო მისიის ვიზიტებთან დაკავშირებით ვაშინგტონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სავაჭრო მისია, საქართველოში მესამედ აპრილში ჩამოვა. მიზანი საქართველოსა და დასავლეთს შორის ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვაა, მათ შორის ენერგეტიკულ, სამშენებლო და ფინანსურ სექტორებში. მიღებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
