„მშვიდობით არა - ნახვამდის!“ - ევროპარლამენტში დიდ მონიტორზე ბრიტანელებისთვის ამ შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს
ისტორიულ კენჭისყრამდე ცოტა დრო რჩება. ბრიუსელში ბრექსიტის შეთანხმების პირობებზე საბოლოო დებატები მიმდინარეობს. თუმცა სესია სიმბოლური ხასიათისაა, რადგან ევროპარლამენტის მთავარმა კომიტეტებმა შეთანხმებას უკვე ხელი მოაწერეს.
