ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა
მიზეზი კორონავირუსია. პრევენციული სახის შეზღუდვა მოქმედებს 29ა მარტამდე. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, გადაწყვეტილება რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა შეიცვალოს. ამასთან ცნობილია, რომ ყველა ავიაკომპანია, შესაბამის უწყებებს მიაწვდის ინფორმაციას იმ ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი ჩინეთი იყო.
