პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ 500 ლარით დააჯარიმა
ფინანსური საქციის საფუძველი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა. საუბარია კამერების ჩანაწერებზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის განმარტებით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლამ“ არ დაიცვა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები. საქმეზე განმეორებით დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორი დაკითხვის კონკრეტულ დეტალებზე არაფერს ამბობს. სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები უახლოეს პერიოდში დასრულდება და ახალი დეტალები უკვე ყველასთვის ცნობილი გახდება.
