პარიზის გარეუბანი პოლიციამ მიგრანტების მიერ გაშლილი კარვებისგან გაათავისუფლა.
არალეგალებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მიგრანტთა ნაწილის ტრანსპორტირება ახალი ბანაკის ტერიტორიამდე პარიზის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. ობერვილი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს, ათასამდე არალეგალისთვის თავშესაფარი იყო. დევნილთა უმრავლესობა ჩრდილო აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიის ქვეყნებიდანაა. მათ პარიზისკენ გეზი 2016 წელს კალეში ბანაკის დემონტაჟის შემდეგ აიღეს.
