ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები დროებით იკრძალება
ბოლო მგზავრი ქართველი გოგონა იყო, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. თუმცა მას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. გოგონას მხოლოდ სეზონური ვირუსი აქვს და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ეპიდემიის ეპიცენტრიდან კი საქართველოს ხუთი მოქალაქის გამოყვანა იგეგმება. ჩვენი ქვეყანა საშიში ვირუსის გავრცელების რუკაზე მწვანე ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის საშიშროება მინიმალურია.
სიუჟეტის ავტორი: თამთა ასანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
