საქართველოში ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა
საერთაშორისო ფორუმში 15 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა და ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და სხვადასხვა მსხვილ საინვესტიციო პროექტზე ისაუბრებენ. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობაა.
