რას უკავშირდება ლევან იზორიას ელჩად დანიშვნა?
ლევან იზორია გერმანიაში მიდის. მის კარიერაში სიახლეს ძმასთან დაკავშირებული სკანდალი უძღოდა წინ. გასულ კვირას ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი დვალიშვილმა ვახტანგ იზორია სამართალდამცველების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ითანამშრომლა მხოლოდ ერთ მედიასაშუალებასთან და ამ გზით გაავრცელა 5 წლის წინ გადაღებული კადრები სადაც ასახულია იზორიას დაკავება და ის, თუ როგორ ემუქრება სამართალდამცველს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყოფილმა პოლიციელმა “ქრონიკასთან” საუბარი არ ისურვა. იზორიების დედამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პროკურატურამ კი განმარტა, რომ მომხდარის მოკვლევა დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, გასული წლის შვიდ ნოემბერს დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზაც.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები