უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა
უმაღლესმა ინსტანციამ უცვლელი დატოვა ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული გუგა ბარბაქაძის განაჩენი და მას 11 წლით და სამი თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გიორგი ჯანაშიასა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მან დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ჯანაშია ციხეს 2021 წლის დეკემბერში დატოვებს.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
