საპროკურორო საბჭომ დღეს კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინა
რაულ გამისონიამ და მერაბ გამყრელიძემ სამუშაო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორივე კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელმაც, მათივე თქმით, პროკურატურის სანდოობა უნდა გაზარდოს. დღევანდელ გასაუბრებას ოპოზიციის წარმომადგენელი, ოთარ კახიძე ისევ არ დასწრებია. ის პროცესს უნდობლობას უცხადებს. გენერალური პროკურორის პოსტზე სულ 16 კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
