ქართული წიგნის პრეზენტაცია სტრასბურგში
„საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია “ - ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია თბილისის შემდეგ სტრასბურგშიც გაიმართა. ეს არის უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა, რომლის ავტორთა მიზანია, წიგნი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს. პროექტი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განხორციელდა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო მისი მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეომასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომის შექმნას, რედაქტირებას და ინგლისურ ენაზე თარგმნას.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
