საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა
გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად, საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. - საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა. ოკუპაცია, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებებზე გაამახვილა. ასევე განიხილა სასამართლო სისტემის რეფორმა. არჩევნებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ გზა დემოკრატიისკენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადის. კრემლის აგრესიის შესახებ გამოსვლას დარბაზში მყოფი რუსეთს დელეგაციაც ისმენდა. მათი რეაქცია კითხვა-პასუხისას გამოჩნდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს გავრილოვის ვიზიტი გაახსენეს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
