ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ, სამედიცინო დაწესებულებას გრიპის ნიშნებით მიმართა,
ფაქტი კახეთში მოხდა. ამ დროისათვის ის მკურნალობას სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს. მედიკოსები ჩინეთში გავრცელებულ კორონა ვირუსით დაავადებას, ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ჩინეთში ვირუსით დაინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო კი, ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენა დროებით აიკრძალება, ეპიდემიისა ეპიცენტრიდან კი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა იგეგმება. კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანა ინფექციისგან დაცული იყოს. საქართველო კორონა-ვირუსის გავრცელების რუკაზე მწვანე ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის საშიშროება მინიმალურია.
