მალხაზ მაჩალიკაშვილი, პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, კომენტარს აკეთებს
აკეთებს. მისთვის, საგამოძიებო უწყების პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქმის მასალების გაყალბებაზე საუბრობს და პერმანენტულ აქციებსაც აანონსებს. თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და ამ თემზე ბრიფინგი, დღეს გამართა. როგორც ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებამ დაადასტურა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. უფრო ვრცლად, ჩატარებული გამოძიებისა და ბრიფინგის დეტალებზე ნინო არღვლიანი ისაუბრებს. ნინო, პროკურატურა საუბრობს, რომ სპეცოპერაციისას, სპეც რაზმის არც ერთ წევრს კანონი არ დაურღვევია - რა არის ამ განცხადების საფუძველი.
