ლევან იზორიამ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
ის მუშაობას გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს. იზორიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა მის ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე. მისი განმარტებით, თანამდებობის დატოვება არა ვიდეოკადრებს, არამედ ელჩად დანიშვნას უკავშირდება. იზორია ამბობს, რომ ვიდეოში მისი ძმის მხრიდან კანონის დარღვევის ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს. შეგახსნებთ პროკურატურამ ფაქტზე მოკვლევა ყოფილი პოლიციელის განცხადების საფუძველზე, გასული წლის 7 ნოემბერს დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზაც.
