სანდენსის ყოველწლიური კინოფესტივალი ტეილორ სვიფტის გამოჩენით დაიწყო
იუტაში მიმდინარე ღონისძიება სწორედ მომღერლის ახალი დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით „ტეილორ სვიფტი მის ამერიკანას“ პრემიერით გაიხსნა. პოპ-ინდუსტრაში ყველაზე მაღალი გაყიდვების მქონე მუსიკოსმა ფილმი ნეტფლიქსთან თანაშრომლობით გადაიღო. მის სანახავად იუტის შტატში სვიფტის ასობით ფანი ჩავიდა. მომღერლის დოკუმენტური ფილმის ნახვა ნეტფლიქსის პლატფორმაზე 31 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. სანდენსის კინოფესტივალი კი კიდევ არაერთ ახალ ფილმს დაუთმობს დიდ ეკრანს. ფესტივალი 2 თებერვლამდე გაგრძელდება.
